რეზონანსი
(12.01.2024)

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძის შეცვლას გამოეხმაურა:

„გიორგი კეკელიძისთვის ბიბლიოთეკის დატოვების გადაწყვეტილება უდრის დანაშაულს არა მხოლოდ იმ საქმის წინაშე, რასაც ასე კარგად ემსახურებოდა, არამედ ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და მიმაჩნია, რომ ესეც არის ის, რასაც ვუწოდებთ ბოროტებას!“ – დაწერა ნიკოლოზ რაჭველმა.

ცნობისთვის, გიორგი კეკელიძის პოსტს კი კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე