რეზონანსი
(12.01.2024)

ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამობრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფები დაშავდნენ, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

„სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს სასწრაფოს თანამშრომლებმა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუ არ ვცდები სამი ადამიანი დაშავდა" - განაცხადა ტვითმხილვევმა აჭარა თაიმსთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე