რეზონანსი
(12.01.2024)

მარნეული-სადახლოს გზაზე, ქალაქ მარნეულთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
ორივე ავტომობილის მძღოლი და მგზავრები სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: მთავრი არხი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



