რეზონანსი
(13.01.2024)

​ბორჯომში, რველი-ზანავის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. პირველადი ინფორმაციით, ორ დაშავებულს სავარაუდოდ აღენიშნებათ მცირედი დაჟეჟილობა. მესამეს მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე,

გზის ორივე მხარეს საცობია და შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.

წყარო: ტვ ბორჯომი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე