რეზონანსი
(14.01.2024)

სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით უახლოეს დღეებში, ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. თოვლია ნავარაუდევი თბილისშიც.
„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, გვექნება უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. თბილისში იქნება თოვლი, იქროლებს სუსტი ქარი და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე აიწევს. მომდევნო დღეები საქართველოში უკეთესია და გამოდარებას ველოდებით“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნინო ელისაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



