რეზონანსი
(14.01.2024)

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ.
მისი მტკიცებით, პალესტინის საკითხი ისლამურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
„ისრაელის წინააღმდეგ დაპირისპირებამ 2-დღიან, 22-დღიან, 33-დღიან და 100-დღიან ომებში იმოქმედა, პალესტინამ გაიმარჯვა და სიონისტური რეჟიმი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ", - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



