რეზონანსი
(14.01.2024)

"ბათუმელების" ინფორმაციით, ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე