რეზონანსი
(14.01.2024)

"TV მონიტორინგის" ინფორმაციით, გორში, ვერხვების დასახლებაში, გზაზე გადასვლისას ქვეითს მანქანა დაეჯახა. 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე