რეზონანსი
(15.01.2024)

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა ორი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო თვითმფრინავი - მზვერავი A-50 და ბომბდამშენი Іл-22М - ჩამოაგდეს.
"უკრაინის საჰაერო ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის A-50, შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის Іл-22М," - წერს ზალუჟნი Telegram-ზე.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 14 იანვარს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს, ხოლო Ил-22М11 დააზიანეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



