რეზონანსი
(18.01.2024)

ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოზე დაიწყო მუშაობა, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა ანა პისონერომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, პროექტი კომისიას მომდევნო კვირების განმავლობაში გადაეგზავნება.

პრესსპიკერის განცხადებით, ევროკომისია ასევე სწავლობს უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებულ ბოლო გადაწყვეტილებებს, რათა ქვეყანამ საბოლოოდ მიიღოს "მწვანე შუქი" და მალევე დაიწყოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გასული წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი. ამავე დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე