რეზონანსი
(19.01.2024)

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას უჩნდება განცდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ადამიანური მოპყრობის შედეგია.

„მე მიხეილ სააკაშვილთან პალატა-საკანში ნამყოფი ვარ და მის მერეც რამდენჯერმე ვიყავი საავადმყოფოში, პირადად დავინტერესდი სააკაშვილის მდგომარეობით და ქალბატონ ნინოსაც ველაპარაკე. ზოგადად მგონია, რომ ციხე მიხეილ სააკაშვილს არ უხდება, მაგრამ ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია...მე პირიქით მაქვს განცდა, რომ ადამიანური მოპყრობის შედეგია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე