რეზონანსი
(19.01.2024)

ჯო ბაიდენი და მისი თანაპარტიელები მზად არიან რესპუბლიკელებთან დათმობებზე წავიდნენ. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი სამხრეთ საზღვარზე მიგრაციის გამკაცრებას დათანხმდება, რის სანაცვლოდაც, რესპუბლიკელებმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გამოყოფას უნდა დაუჭირონ მხარი.

ამავე ინფორმაციით, სენატი ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელშიც საიმიგრაციო შეზღუდვები იქნება გაწერილი. ბაიდენი კონგრესის ლიდერებს 17 იანვარს შეხვდა. მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა თეთრი სახლის ლიდერმა შეხვედრას პოზიტიური უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე