რეზონანსი
(20.01.2024)

აზერბაიჯანში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც report.az ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრა მილ-მუგანის რეგიონში მოხდა.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ბაქოს დროით, 22:05 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯეროით არ გავრცელებულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



