რეზონანსი
(20.01.2024)

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 24 927-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 24,927-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 62,388-ს აღწევს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24-საათის განმავლობაში ღაზაში 165 ადამიანი დაიღუპა და 280 დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე