შუა გზაზე მანქანა ამოტრიალდა, დაშავდა ერთი ადამიანი - „მეორე უვნებლად გადმოიყვანეს ავტომობილიდან..."
რეზონანსი
(20.01.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. წმინდაწყლის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
„ერთი დაშავებული იყო, მეორე უვნებლად გადმოიყვანეს მანქანიდან მაშველებმა. მალე მოვიდნენ ადგილზე და სწრაფად მოახდინეს რეაგირება", - თქვა თვითმხილვევლმა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
წყარო: მოზაიკა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



