რეზონანსი
(22.01.2024)

საქართველოში კორუფციის არსებობის აღქმა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების არსებობა იმდენად პოზიტიურად არის შეფასებული, რომ ეს ისტერიკას იწვევს ჩვენს ოპონენტებში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როდესაც საკითხი სასამართლოს, მართლმსაჯულებას ეხება, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებას, იმდენად პოზიტიურია ჩვენი მონაცემები, რომ რიგ შემთხვევაში წინ ვუსწრებთ ევროკავშირის ქვეყნების მონაცემებს. მათ შორის ერთ-ერთი და საგანგებოდ მნიშვნელოვანია კორუფციის თემა. საქართველოში კორუფციის არსებობის აღქმა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების არსებობა იმდენად პოზიტიურად არის შეფასებული, რომ ეს ისტერიკას იწვევს ჩვენს ოპონენტებში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე