რეზონანსი
(22.01.2024)

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 67 წლის პედაგოგი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „მედალფაში" გადაიყვანა, სადაც მალევე გარდაიცვალა.
„დაშავებული ქალი, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში მალევე გარდაიცვალა", - აღნიშნეს კლინიკაში „ინტერპრესნიუსთან",
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



