რეზონანსი
(23.01.2024)

პალესტინა ევროკავშირს მოუწოდებს, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვოს. ამის შესახებ პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა. რიად ალ-მალიკის თქმით, ქვეყნებმა ასევე უნდა დაგმონ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების უარყოფა.

„ჩვენ ერთობლივად უნდა მოვუწოდოთ ცეცხლის შეწყვეტისკენ. არ შეიძლება ვიყოყმანოთ ამის თაობაზე. ყოველდღე, როცა ვყოყმანობთ, კლავენ უდანაშაულო ადამიანებს - ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. ეს მიუღებელია. მე ვეტყვი ამას ძალიან ღიად, ძალიან მკაფიოდ ჩემს ევროპელ კოლეგებს - ველი თქვენგან, რომ მოუწოდოთ ცეხლის შეწყვეტისკენ, ველი თქვენ, რომ დაგმოთ ნეთანიაჰუს განცხადება“, - განაცხადა რიად ალ-მალიკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე