რეზონანსი
(23.01.2024)

კეკელიძის ქუჩაზე, ბინაში ძალადობრივი შესვლის შემდეგ, აღსრულების პოლიციასა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბიუროს თანამშრომლები ბინაში მყოფ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველები ადამიანებს ბინას ძალის გამოყენებით ატოვებინებენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოიყენეს გაზიც, თუმცა ოფიციალურად  ეს ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე