რეზონანსი
(23.01.2024)

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე