რეზონანსი
(23.01.2024)

არიან იმ კატეგორიის ადამიანები, რომელთა იდეოლოგია გადის იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ეროვნული ტრადიციები შემაფერხებელია ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს მავნე იდეა უდევთ თავში - როგორც ნაცებს უნდოდათ ახალი ქართველის შექმნა, როგორც ბოლშევიკებს უნდოდათ ახალი ქართველის შექმნა და ამისთვის, პირველ რიგში, ეკლესიების შევიწროებით, დანგრევით და დემონიზაციით იწყებდნენ თავიანთ პოლიტიკას", -აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



