რეზონანსი
(24.01.2024)

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ მრავლობითი, ზედაპირული ტრავმები, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ავარიის გამომწვევ მიზეზზე მიმდინარეობს გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



