
ნაცმოძრაობას ცუდად აქვს დაბედებული როზნერი - 2012 წელს ამ პიროვნებამ თავის ვირტუალურ წარმოდგენებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოაგებინა არჩევნები, სინამდვილეში როგორ დასრულდა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
ახლა ის „ლელოს“ გადაულოცეს. სინამდვილეში ერთი და იგივე პარტიაა 2-3 სხვადასხვა განშტოებით. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ ეტაპზე, ვისი პიარ-ლობისტი იქნება ბატონი როზნერი. ფაქტია, რომ მისი გათვლები შედეგებთან აბსოლუტურად აცდენილია. მოცემულობა, სადაც როზნერი ჩაერთო პიარ-კამპანიაში, უკვე წაგებული და ფიასკოთი დასრულებული თემაა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



