რეზონანსი
(25.01.2024)

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.

„შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აცხადებენ მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე