რეზონანსი
(25.01.2024)

„ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პროპაგანდისტული მესიჯებით ცდილობენ, რომ ერთმანეთთან დააკავშირონ რიგი პოლიტიკური პარტიები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ „ქრონიკას" განუცხადა.
„ლელო" დამოუკიდებელი პარტიაა, რომელიც გაძლიერდა დამოუკიდებლად და ინდივიდუალურ რეჟიმში აპირებს არჩევნებში მონაწილეობას 2024 წელს. „ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მიზანია, რომ არავინ არსებობდეს, გარდა „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობისა", - აღნიშნა კუპრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



