რეზონანსი
(25.01.2024)

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მას ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. "მთავარი არხის" ვებგვერდი ინფორმაციას შსს-სგან ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე