რეზონანსი
(29.01.2024)

24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

„იმედის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის პოსტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე