რეზონანსი
(29.01.2024)

წუხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. ახალგაზრდა უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
შსს-მ საქმე 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
„ის უსაყვარლესი ადამიანი იყო, თბილი და პოზიტიური. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ კლუბში შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო", - უწყვება „àmbebi.ge"- წყარო
წყარო: àmbebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



