რეზონანსი
(29.01.2024)
ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
„ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



