რეზონანსი
(30.01.2024)
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს ვები" ახალი ფოტოები გადაიღო, რომლებზეც 19 სპირალური გალაქტიკაა აღბეჭდილი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გალაქტიკები ირმის ნახტომის მახლობლად მდებარეობს. ფოტოებზე დაახლოებით 100 ათასი ვარსკვლავთგროვა და მილიონობით, შესაძლოა მილიარდობით ცალკეული ვარსკვლავია ასახული.
„ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, რადგან ვარსკვლავთა ფორმირების ყველაზე ადრეულ ფაზაზე ახალ ხედვას გვთავაზობს", - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტრონომმა ტომას უილიამსმა, რომელიც „ვებისგან" მიღებული მონაცემების დამუშავებაზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



