რეზონანსი
(30.01.2024)

 წელს, პირველად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, New York Travel and Adventure Show-ზე საქართველო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

წელს გამოფენას 25 000-მდე სტუმარი ჰყავდა. მას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე