რეზონანსი
(30.01.2024)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ირანია პასუხისმგებელი თავდასხმაში გამოყენებული იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ დასძინა, რომ არ სურს ფართო დაპირისპირება რეგიონში უკვე ისედაც მაღალი დაძაბულობის გამო.

"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ", - განაცხადა მან.

28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე