რეზონანსი
(30.01.2024)

ესაა არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ არის შეფუთული ლობისტური საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თინა ხიდაშელის ორგანიზაციასა და მის დაფინანსებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

„ვხედავთ, რომ დაფინანსება შემოდის არაღიარებული ქვეყნიდან - ტაივანიდან და ამ დაფინანსების მიზანია, რომ დააზიანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ჩინეთი. ამას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამავე დროს დაკავშირებულია „ლელოსთან". ეს თავად არის სკანდალური", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე