რეზონანსი
(31.01.2024)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ავრცელებს. 

კვლავ თბილად მივესალმებით ვიქტორია ნულანდს უკრაინაში. დღეს ჩვენ შევხვდებით მთავრობის ლიდერებს, ვეტერანებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და კვლავაც გავუსვამთ ხაზს ჩვენს საერთო ვალდებულებას, დავამარცხოთ რუსული აგრესია უკრაინაში", - წერს ბრინკი სოციალურ ქსელში.

ბრინკის ინფორმაციით, დაგეგმილია ნულანდის შეხვედრა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, ვეტერანებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე