რეზონანსი
(31.01.2024)

ლილუაშვილის უწყებას სპეცრაზმი იცავს. საგანგებო ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სუსის შენობასთან  ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ალტ-ინფოს წევრები მათი თანაგუნდელის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი პროტესტით იმუქრებიან.

უკვე 7 საათია ბექა ვარდოსანიძე გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. კონტრტერორისტული დეპარტამენტი პრორუსული მოძრაობის წევრს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების საქმეზე კითხავს.  ალტ-ინფოელებსა  და ლილუაშვილის უწყებას შორის კი სამართალდამცველების კორდონი დგას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე