რეზონანსი
(01.02.2024)
„ქართული ოცნების" მერვე ყრილობა იმართება. ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ყრილობაზე პარტიის აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს - „ქართულ ოცნებას" ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



