რეზონანსი
(01.02.2024)
ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა. ამის შესახებ X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
„შევთანხმდით. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა დამატებით 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უზრუნველყოფს უკრაინისთვის მუდმივ, ხანგრძლივ და განჭვრეტად დაფინანსებას", - წერს მიშელი.
მიშელს პრესმდივანმა დაადასტურა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა გასცა. ეს ორბანის იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ მოხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



