რეზონანსი
(01.02.2024)

სპეცოპერაცია ისანში - რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე, 9 ნომერში განთავსებულ ერთ-ერთ საოფისე ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი და პროკურატურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
უცნობია რას უკავშირდება ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სამართალდამცველების ინტერესის საგანი ადგილზე განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაა. ჯერჯერობით უცნობია რა კომპანიაა აღნიშნულ მისამართზე. სავარაუდოა, რომ სპეცოპერაცია ქოლ-ცენტრებს უკავშირდება.
პროკურორის თქმით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტარდება.
ოფისში იმყოფებიან კომპანიის ადვოკატებიც. მათი თქმით, სამართალდამცველები ხელს უშლიდნენ საკუთარი მოვალეობების შესრულებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



