რეზონანსი
(01.02.2024)

თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი მგზავრი. ცნობილია, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე