რეზონანსი
(02.02.2024)

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის აზრით, ყველა კარგად ხედავს, რომ გვარამია, მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე თუ ხოშტარია იგივე  ყოფილი „ნაცმოძრაობა“ იქნება.

„ისინი საზოგადოებას სულ რამდენიმე თვის წინ სთავაზობდნენ, რომ მშვიდობა შეგვეცვალა ომით, ეკონომიკური აღმავლობა რუსეთთან სანქციებით, აქ არჩევნების მაგივრად რევოლუცია უნდა მომხდარიყო და ა.შ. ახლა ატყუებენ ხალხს, რომ ვითომ მესამე ძალად უნდა ჩამოყალიბდნენ. ქართული საზოგადოება გაზრდილია სახელმწიფოებრივად და ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე