რეზონანსი
(02.02.2024)

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" განაცხადეს, რომელიც სასამართლოში მის უფლებებს იცავდა, ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება მატრონა მოსკოველის ხატისთვის (რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული), საღებავის შესხმის ფაქტს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



