რეზონანსი
(03.02.2024)

დღეს, 3 თებერვალს, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე