რეზონანსი
(04.02.2024)

ჩილეში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. სტიქია ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს და დასახლებებს საფრთხეს უქმნის. დამწვარია 1100-ზე მეტი სახლი.
ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია რვა ათას ჰექტარზე მეტი. მეხანძრეები ხანძრის ათობით კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



