რეზონანსი
(04.02.2024)

გენერალური პროკურატურა ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. განცხადება ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, საერთაშორისო მასშტაბით მოქმედ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.

ტრანსნაციონალური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობის და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა," - ამბობს პროკურორი ბექა კვიციანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე