რეზონანსი
(04.02.2024)

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა „ჰამასის" 24 ბატალიონიდან 17 გაანადგურა. ამის შესახებ i24 News-ი წერს.

„დარჩენილი ბატალიონების უმეტესობა ღასის სექტორის სამხრეთით და რაფაჰშია განლაგებული. ჩვენ მათზეც ვიზრუნებთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ომის დაწყებისას „ჰამასის" რიგებში 30 ათასი ადამიანი იბრძოდა, რომლებიც 24 ბატალიონიდან შემდგარ 5 ბრიგადად იყვნენ დაყოფილები.

ბოლო დღეების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისის მიდამოებში მიმდინარეობს. ისრაელში ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ქალაქის ქვეშ მდებარე გვირაბებში იმყოფებიან „ჰამასის" ლიდერები და 7 ოქტომბერს ისრაელიდან გატაცებული მძევლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე