რეზონანსი
(04.02.2024)

ოკუპირებულ გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე 3 თებერვალს საბაგირო ჩაწყდა. შედეგად რუსეთის მოქალაქე, აფხაზეთში ორენბურგის ოლქიდან ჩასული 28 წლის კაცი დაიღუპა.

ინფორმაციას Апсныпресс-ი აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"28 წლის კაცი საბაგიროთი გადაადგილდებოდა. რაღაც მომენტში საბაგირო ჩაწყდა და კაცი სიმაღლიდან ჩავარდა". - თქვა ე.წ. სამინისტრომ.

დაღუპულის ცხედარი აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე