რეზონანსი
(06.02.2024)

მამა შალვა კეკელია, 9 თებერვალს, 11 საათზე კლუბ “ბასიანთან” პარაკლისს ჩაატარებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას განაცხადა.
"მე შვილები მყავს, შვილები მეზრდება, არ მინდა ჩემი შვილი იქ ვინმემ შეიტყუოს... სიკვდილის ადგილია, ასეთი ბევრი ადგილია, სამწუხაროდ საქართველოში. ყველას უთხარით, პარასკევს "ბასიანთან" დავდგებით... ყველანი ერთად დავდგეთ და 11 საათზე დედა ღვთისმშობელს ვთხოვოთ დახმარება", - განაცხადა მამა შალვა ქადაგებისას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



