რეზონანსი
(06.02.2024)

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც აქვს ქართულ საზოგადოებას სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



