რეზონანსი
(07.02.2024)

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.

მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მაშველებმა მანამდე ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

"ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიწის დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70%-ია ამ მასისგან ჯერ კიდევ გასასუფთავებელია.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე