რეზონანსი
(07.02.2024)

ბათუმში, ტბელ აბისერიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე სამ ქვეითს შეეჯახა. ორი დაშავებული კლინიკა ბაუში გადაიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნებათ.
„შემოიყვანეს ორი ადამიანი. 47 წლის ქალი და 54 წლის მამაკაცი, მათ მრავლობითი ტრავმა აქვთ მიღებული, მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება. ოპერაცია უტარდებათ, დაზიანებები ძირითადად მუცლის არეში აქვთ", - აღნიშნეს კლინიკაში.
ავარიის შედეგად დაზიანდა კვების ობიექტის შენობაც. ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლით მიმდინარეობს.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



